12 დეკემბერი, 2014

ნიჭიერთა ათწლედი საახალწლო კონცერტებს ატარებს

ggg1თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი” 2014 წლის საახალწლო საჩვენებელ კონცერტებს ატარებს.

კონცერტების სერია კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიხსნა, სადაც ორი ღონისძიება უკვე ჩატარდა. 17 დეკემბერს ნიჭიერთა ათწლედის აღსაზრდელები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლებენ, 20 დეკემბერს ქუთაისს ესტუმრებიან და ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში გამართავენ ღონისძებას.

22 და 24 დეკემბერს ნორჩი მუსიკოსები კვლავ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გადმოინაცვლებენ, 25 დეკემბერს კათოლიკურ შობასთან დაკავშირებით, კონცერტი კათოლიკურ კათედრალშია დეგეგმილი, 26 დეკემბერს კი კონსერვატორიის მცირე დარბაზში.

ნიჭიერთა ათწლედის საახალწლო საჩვენებელი კონცერტები 27 დეკემბერს სავაჭრო ცენტრში “ჯითისი” დასრულდება. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ყველა კონცერტზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.