9 დეკემბერი, 2014

ნინო სურგულაძის თეატრალური კოსტიუმები გაცოცხლდა

n1მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში ნინო სურშულაძის თეატრალური კოსტიუმები გაცოცხლდა.

თეატრში მსახიობი მხატვრის მიერ შექმნილ გარემოში ცხოვრობს და მის მიერ შექმნილი კოსტიუმი აცვია. კოსტიუმი გმირის ბუნებას, ხასიათს, კონკრეტული დროის სოციალურ და ეროვნულ ნიშნებს მოიცავს. კოსტიუმი სპექტაკლის სამყაროს ორგანული ნაწილია და საერთო სურათში ეწერება.
ყველაფერი ეს კი ესკიზით იწყება.

ესკიზი – რეჟისორის, მხატვრისა და მსახიობის ერთიანი იდეის განხორციელებაა. როცა ესკიზიდან პერსონაჟის კოსტიუმი შეკერილ სამოსად გადაიქცევა და მას მსახიობი მოირგებს, მხატვრის ჩართულობა არახილვადი ხდება და ყველაფერი უკვე შეგრძნების დონეზე გადადის.

კოსტიუმი – ისევე როგორც ცხოვრებაში, ასევე როლის შემთხვევაში თავის განსაკუთრებულ ხასიათს, შინაგან განწყობას და პერსონაჟს ქმნის.