25 დეკემბერი, 2014

ნინიკო ჩხეიძე 95 წლის გახდა

niniko2მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ნინიკო ჩხეიძე 95 წლის გახდა. უშანგი ჩხეიძის და ათეული წლების განმავლობაში იდგა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და რეჟისორების მიერ განკუთვნილ როლებს თამაშობდა. მართალია მას არასოდეს უთამაშია დედოფლები, მაგრამ ერთი მცირე ეპიზოდური როლითაც კი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა მაყურებელს.

იუბილარი სინანულით იხსენებს, რომ თავისი ძმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე არ უნახავს. როცა ნინიკო ჩხეიძე ამ თეატრში მიიღეს, მისი ძმა იქიდან უკვე წასული იყო. თეატრის პარალელურად, მსახიობი კინოშიც მოღვაწეობდა.

95 წლის მსახიობს ძალიან ენატრება თეატრი და სცენა. მან მარჯანიშვილის თეატრში 46 წელი იმუშავა. უკვე 25 წელია თეატრის სცენაზე ფეხი არ დაუდგამს. ბოლოს ედუარდო დე ფილიპოს „ხელშეკრულებაში” ითამაშა მეზობლის როლი. მას შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში როლი აღარ მიუღია.

თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, წერა უფრო აქტიურად დაიწყო, ორი წიგნი გამოუშვა და ახლა მესამეზე მუშაობს, რომელიც მემუარებივით იქნება და მასში მსახიობის საინტეერსო თავგადასავლები, ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები და სამსახიობო კარიერის განსაკუთრებული მოვლენები იქნება აღწერილი.