18 დეკემბერი, 2014

ნინა სუბლატი: 1000 ამდენს ავიტან!

nina”საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული ნინა სუბლატი სოციალურ ქსელში თავის გადატვირთულ საქმიანობას აფასებს და მიაჩნია, რომ საწუწუნო არაფერი აქვს:

“მეორე წელია არ დამისვენია არც ერთი კვირა. მოვიგე პროექტი, დავწერე და ჩავწერე ალბომი, რაც ძაან გრძელი და შრომატევადი პროცესია, ხალხო, გამოვუშვი სიმწრით ეს ალბომი, გაამართლა, ყველაზე გაყიდვადი გამოდგა! გადავიღე ათასი უბედურება, დავიწყე სტუდიის აწყობა, ავაწყე სტუდია, დავიწყე მეორე ალბომის დაგეგმვა, წავედი მოვიარე ზაფხულში საქართველო, მთელი სეზონი მანქანაში გავატარე და ტურნემ მშვენივრად ჩაიარა. ვიმუშავე რამდენიმე ადამიანთან და დავეხმარე უკეთესობაში, დავიწყე მეორე ალბომის დაწერა, მერე ჩაწერა, მერე ისევ რაღაც გადაღებები, მეზიზღება გადაღებები! მერე მილიონ ტანციმანცი პროექტში მონაწილეობაზე განვაცხადე უარი, მერე ვისმინე საყვადურები თუ რატომ განვაცხადე უარი, მერე დავიწყე იმის მტკიცება რომ მომღერალი პრაშმანდოვკა არ უნდა იყოს და დებატები მივიგე. მერე კიდე რაღაც დიდი საფიქრალი გამიჩნდა ჩემ საქმესთან დაკავშირებით და ვზივარ ვწერ, მერე კიდე რაღაცეები გამიხდა ჩასაწერი და ვწერ, მერე სერიოზულად მოვკიდე ხელი ვოკალ ქოუჩობას, უდიდეს ენერგიას ვხარჯავ ახალგაზრდებთან მუშაობაში, დიდი ძალისხმევით ვასწავლი რომ საუკეთესოები უნდა იყვნენ, ეხლა კიდევ ეს ახალი წელი, მაგის გარდა, კიდევ ათას რაღაცას ვარ მოდებული. დავიღალე და დამეტყო კიდეც მარა ნიჩიო! ჯერ ძაან წიწკვი ვარ, 1000 ამდენს ავიტან, დაღლის დედაც ვატირე!”