21 დეკემბერი, 2014

ნიკა თავაძე პოლიციაში მოხვდა

nika-tavadze1ქართველი მსახიობი ნიკა თავაძე პოლიციაში მოხვდა, მაგრამ არა ქართულ, არამედ ჩინურ პოლიციაში. მსახიობი ჩინეთში გაქურდეს და ისიც ჩინეთის პოლიციაში აღმოჩნდა:

“ჩინეთის პოლიციაში თუ მოვხვდებოდი ნამდვილად არ მეგონა. ჩანთა ყველა საბუთით ამიორთქლეს მაღაზიიდან. ხვალ წესით მოვფრინავდი და ნახევარი დღე პოლიციაში გავატარე. ენა, ჩინურის გარდა თითქმის არავინ იცის. ჩვენი საკონსულო, მაგათ ვენაცვალე საყვარლები. პირველი რასაც გეუბნება ამ დროს: 35 დოლარიან ქვითარს სანამ არ მოგვიტანთ, ვერ დაგეხმარებითო და რომ ვუხსნი, ყველაფერი მომპარეს-მეთქი, მიბრძანდით რუსთაველის ნაირ ქუჩაზე რომ ჩინეთის ნციონალური ბანკია და იქ აიღეთ ქვითარიო, პასპორტს ისე ვერ გავცემთო, კანონში ასე სწერია და რა ვქნათო. რომელია პეკინში რუსთაველის ნაირი ქუჩა მე არ ვიცი, მაგრამ ალბათ იმან იცის, კაცი კონსულია და… თან ტონი აქვს ისეთი, შეგიყვარდება. მოკლედ ისევ ჩინეთის პოლიციამ ივარგა და ჩანთა პასპორტით იპოვეს. ასე რომ, მადლობა ჩინეთის პოლიციას. ქართული საკონსულოს დედებს კი დიდი მოკითხვა.”