10 დეკემბერი, 2014

ნემო ბრუნდება

nemo113 წლიანი პაუზისა და დიდი მონატრების შემდეგ ნემოს ისტორია ბრუნდება. Disney და Pixar ერთობლივი ნამუშევრის პრემიერაც 2016 წლის 17 ივნისს გამართავს.

თუკი პირველ ანიმაციას ერქვა “ნემოს ძიებაში”, მეორე ნაწილს ავტორებმა “დორის ძიებაში” უწოდეს. დორი ნემოს მეგობარი ლურჯი თევზია, რომელსაც გონებაგაფანტულობა აწუხებს და ბევრი რამ ავიწყდება.

ანიმაციაში მოვლენები ისევ ძველი გმირების გარშემო ვითარდება, თუმცა ამ შემთხვევაში ნემო ეხმარება თავის გულმავიწყ მეგობარს დორის მშობლების მოძებნაში. ძებნის კვალს ისინი კალიფორნიის ბიოლოგიის ინსტიტუტში მიყავს, სადაც დორი დაიბადა. ზღვის და აკვარიუმის მცხოვრებთა უდიდეს სარეაბილიტაციო კომპლექსში დორის და ნემოს ახალი თავგადასავლები და ხიფათები ელოდებათ.

ანიმაციის გაგრძელებაში დაბრუნდებიან მაყურებლისთვის საყვარელი ძველი გმირებიც, თუმცა ახალი კოლორიტული პერსონაჟებიც გამოჩნდებიან – რვაფეხები, ზღვის ლომები და თეთრი ვეშაპები.