7 დეკემბერი, 2014

ნანუკა ხუსკივაძემ რეჟისორობა დაიწყო

nanuka-xuskivadze1რუსთაველის თეატრის მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ რეჟისორობა დაიწყო. სადებიუტო სპექტაკლისთვის მან ჟან ანუის “ანტიგონე” შეარჩია და 10 დეკემბერს პრემიერას გამართავს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თეატრალური უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, წარმოდგენილი იქნება ჟან ანუის ,,ანტიგონე”, სპექტაკლის კომპოზიტორია მიშა მდინარაძე, სცენოგრაფი სოფო კიკაბიძე, კოსტიუმების მხატვარი თეონა შელია. სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ ამავე უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები, ჯგუფის ხელმძღვანელი გიზო ჟორდანია, ასევე რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე.

,,ანტიგონე” – ცენტრალური პრობლემა, პიროვნება და მისი დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი.

,,ანტიგოენე” – ხასიათის ტრაგედია, სრულყოფილი სახე ადამიანის- მოქალაქის, რომელშიც ჰარმონიულადაა შეზავებული ზნეობრივ-სულიერი სიწმინდე, ხასიათის სიმტკიცე და უბრალოება.

,,ანტიგონე” – კრეონის და ანტიგონეს, კანონის და მორალის ურთიერთდამოკიდებულება.

ანტიგონეს ქმედებებს არსებითად განსაზღვრავს რწმენა შეურყეველ სულიერ სიმტკიცესთან თანასწორი მორალი და პიროვნებისთვის აუცილებლად დამახასიათებელი ზნეობრივი მოვალეობის უტყუარი გრძნობა, რაც ესოდენ იშვიათია დღევანდელ დღეს.