6 დეკემბერი, 2014

“მუსუსი” გორის თეატრშია

g2გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. 6 და 7 დეკემბერს გორელი მაყურებელი კომედიას იხილავს. სპექტაკლზე რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე მუშაობს.

მან არჩევანი მიხეილ ჯავახიშვილის “მუსუსზე” შეაჩერა და ერთმოქმედებიანი კომედია დადგა. რეჟისურასთან ერთად სოსო ნემსაძე ინსცენირების ავტორიცაა, ტექნიკური რეჟისორი სოფი დრულევია, სპექტაკლის მხატვრული მხარე უზრუნველყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა, მხატვარი თამარ ჭავჭანიძე, კომპოზიტორი მამუკა მეგრელიძე, ქორეოგრაფი გია მარღანია.

სპექტაკლში მონაწილეობენ ლევან ოზგებაშვილი (პეტრე), ნათია ტატულაშვილი (ტასო), გიორგი ელიზბარაშვილი (მიხა), მანანა თევდორაშვილი (მართა), თეკლა მარჯანიშვილი (ფეფელო), მარი არღუთაშვილი (კატო), ზაზა თედელური (გოგი), კონსტანტინე კახიშვილი (ღინღილა), შოთა ხანჯალიაშვილი (ტიტე), ზვიად მაღალაშვილი (სიკო), ზურაბ პავლიაშვილი (რწმუნებული) და თურბენდ რევაზიშვილი (თევდორე).