24 დეკემბერი, 2014

მორის ჯანაშვილი თბილისში კონცერტს გამართავს

moris525 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში მომღერალი მორის ჯანაშვილი კონცერტს გამართავს. ის საქართველოდან წლების წინ ისრაელში წავიდა. ისტორიული სამშობლოში დაბრუნების მიუხედავად, მას საქართველოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია.

ეს კონცერტიც მონატრებულ სამშობლოსთან დაბრუნებაა. საღამოში მის გარდა მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მომღერლებიც. მორის ჯანაშვილის სიმღერები “ჩემო ქალბატონო”, “დაღამებულა”, დუეტი ლელა წურწუმიასთან ერთად ქართველ მსმენელში საკმაოდ პოპულარულია. ის ისრაელშიც ხელოვნებას ემსახურება, ხელმძღვანელობს ქართულ ტელევიზიას და ცნობილ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს, რომელიც 30 წლისაა.

მორის ჯანაშვილი ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად ჩამოდის საქართველოში და როგორც თავად ამბობს, ეს იმ ნოსტალგიას უქარწყლებს, რომელიც მას ისრაელში ცხოვრებისას წლების განმავლობაში ჰქონდა.

ამჯერად მორის ჯანაშვილი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებს თავის მსმენელს, მეგობრებს, ახლობლებს და ამ საღამოთი მოეფერება. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი კი 20-50 ლარია.