14 დეკემბერი, 2014

მონიკა ბელუჩიმ იტალიური ჟურნალისთვის იპოზიორა

m50 წლის მსახიობმა მონიკა ბელუჩიმ იტალიური ჟურნალისთვის Vanity Fair იპოზიორა. მსახიობი მშობლიურ იტალიაში ჩავიდა და იქუარი ჟურნალისთვის ფოტოგრაფ Driu & Tiago-სთან ერთად იმუშავა.

მსახიობს არ ბეზრდება იმის მტკიცება, რომ შინაგან სილამაზეს წლები ვერაფერს აკლებს. ვარსკვლავმა, რომელიც არასდროს ერიდებოდა თავისი მგრძნობელობის და სექსუალობის წარმოჩენას, ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და საუკეთესო ფოტოები წარუდგინა გულშემატკივრებს.

მან ძალიან კარგად იცის როგორ უნდა იმუშავოს ტელეკამერების თუ ფოტოკამერების წინ, რომ მისი სხეული მთელი თავისი ბრწყინვალებით ასახონ რეჟისორებმა თუ ფოტოგრაფებმა.

მონიკა ბელუჩი არასდროს მონაწილეობს ისეთ გადაღებებში, სადაც ის ვულგარული გამოჩნდება და საზოგადოებას შოკში ჩააგდებს. პირიქით, მისი ფოტოები დამთვალიერებელში ყოველთვის აღფრთვოვანებას და მოწონებას იწვევს და საზოგადოებას მათი გაუთავებლად თვალიერების სურვილს უჩენს.