8 დეკემბერი, 2014

მიშელ ობამა კინოგმირი გახდა

m1ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა კინოგმირი გახდა. ამერიკაში უკვე იწყება ახალი მხატვრული ფილმის Southside With You გადაღებები, რომელიც მაყურებელს მოუყვება თუ როგორ გაიცნო და შეუყვარდა ერთმანეთი ჰარვადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორ სტუდენტს ბარაქ ობამას და მიშელ რობინსონს, ახლა უკვე პირველ წყვილს შეერთებულ შტატებში.

ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ პირველი ლედის როლს ფილმში შეასრულებს მსახიობი კიტა სამპტერი, ბარაქ ობამას როლის შემსრულებელი მსახიობი ჯერჯერობით უცნობია.

ფილმის სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი რიჩარდ ტანია. ფილმის გადაღებები ჩიკაგოში გაიმართება და ფილმი ეკრანებზე მომავალი წლის ივლისში გამოვა.

ფილმის შექმნის იდეა მის ავტორებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მიშელისა და ბარაქის წყვილმა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში თავისი გაცნობის და შეყვარებულობის ისტორია გაიხსენეს. ისინი 1992 წლიდან კანონიერი ცოლ-ქმარი არიან. პირველ პაემანზე მათ ჩიკაგოს მუზეუმი მოინახულეს, შემდეგ კი კინოშიც შეიარეს და ფილმი ნახეს.

ასეთი ისტორიების მიუხედავად, შარშან დეკემბერში ტაბლოიდებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბარაქ და მიშელ ობამები ერთმანეთს შორდებოდნენ და ამის ინიციატორი პირველი ლედი იყო. წყვილი, რომელიც 20 წელია ერთად არის, ხშირად კამათობს და ჩხუბობს, თუმცა მათი ურთიერთობა ნელ-ნელა იძაბება. ბოლო შემთხვევა, რომელმაც მათი ურთიერთობა გაყრამდე მიიყვანა, ნელსონ მანდელას დაკრძალვაზე მომხდარი შემთხთვევაა, როცა ბარაქ ობამა და დანიის პრემიერ მინისტრი 46 წლის ჰელე თორნინგ შმიდტი ერთმანეთში სასიამოვნოდ საუბრობდნენ, იცინოდნენ და ფოტოებს იღებდნენ მობილური ტელეფონით.

ჟურნალისტების მტკიცებით, მიშელ ობამა მათ გვერდით იჯდა და გაქვავებული სახით უყურებდა მათ. ანონიმური წყაროები ამტკიცებენ, რომ ამ შემთხვევის შემდეგ, წყვილს ცალ-ცალკე ოთახებში სძინავს, პირველ ლედის გადაწყვეტილი აქვს შვილებს ხელი მოკიდოს და ჩიკაგოში წაიყვანოს. მათივე ინფორმაციით, გაყრის პროცესი დაწყებულია და ის სისრულეში მაშინვე მოვა, როგორც კი ბარაქ ობამა თავის ადვოკატებთან კონსულტაციებს დაასრულებს.