18 დეკემბერი, 2014

მინსკის ვოკალისტთა კონკურსზე ქართველმა გაიმარჯვა

lasha1მინსკის პირველ საერთაშორისო საშობაო ვოკალისტთა კონკურსზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის მსახიობმა ლაშა სესიტაშვილმა მესამე პრემია მოიპოვა.

კონკურსში 21 სხვადასხვა ქვეყნის მომღერალი იღებდა მონაწილეობას. ჟიურიმ, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის, ავსტრიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, კანადის დირექტორები ისხდნენ, 180 კონკურსანტს შორის ლაშა სესიტაშვილი გამოყვეს და მესამე პრემია გადასცეს.

საერთაშორისო საშობაო ვოკალისტთა კონკურსი ჩატარდა როგორც მინსკის საერთაშორისო საშობაო საოპერო ფორუმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ბელორუსიის დიდ თეატრში 12-18 დეკემბერს გაიმართა. ფორუმი გაიხსნა პრემიერით, რუჯერო ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზები“-თ. მასში მთავარ პარტიას საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი თეიმურაზ გუგუშვილი ასრულებდა. დღეს კი, 18 დეკემბერს, მინსკში საერთაშორისო საშობაო ვოკალისტთა კონკურსის გამარჯვებულთა გალა-კონცერტია, რომელშიც ლაშა სესიტაშვილი იღებს მონაწილეობას.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ულოცავს ლაშას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და მომდევნო წინსვლას და წარმატებებს უსურვებს.