6 დეკემბერი, 2014

მერაია ქერი გააკრიტიკეს

mer-1მომღერალი მერაია ქერი თაყვანისმცემლების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. თეთრი სახლის წინ საშობაო ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებული კონცერტზე მომღერალმა თავისი ჰიტი All I Want for Christmas Is You შეასრულა.

შეკრებილი საზოგადოება იმედგაცრუებული დარჩა მისი ნამღერით და განაცხადა, რომ მერაიას მაღალი ნოტების აღება აღარ შეუძლია:

“მერაია აცდა მუსიკას, მისი ხმა კი არ იყო სუფთა და მჟღერი. ამბობენ, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ შეიძლება ხმა დაკარგოო, ალბათ მასაც ასე დაემართა. მერაია საშინლად მღეროდა,” – დაწერა ტვიტერზე კონცერტზე მყოფმა ერთ-ერთმა მსმენელმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მომღერლის ხმამ მსმენელში უკმაყოფილება გამოიწვია. ორიოდე თვის წინ მერაიამ კონცერტი ტოკიოშიც გამართა, სადაც ასევე კრიტიკა დაიმსახურა. მისმა გულშემატკივრებმა განაცხადეს, რომ მომღერალმა ხმა დაკარგა და ისე ვეღარ მღერის, როგორც ადრე.

დამსწრე საზოგადოების გაღიზიანება იმანაც გამოიწვია, რომ მერაია ქერის გამოსვლა 3 საათით დაგვიანდა. ამის მიზეზად მომღერალთან დაახლოებული პირები უამინდობას ასახელებენ. მათი თქმით, მერაია მანქანიდან ცუდი ამინდის გამო არ გადმოდიოდა, რადგან გაციების ეშინოდა.