მელ გიბსონს სასამართლოში უჩივიან

mel1მსახიობსა და რეჟისორს მელ გიბსონს ისევ სასამართლოში უჩივიან. სასამართლოში სარჩელი მისმა ყოფილმა მეუღლემ პიანისტმა აქსანა გრიგორიევამ შეიტანა. აქსანა მელ გიბსონის შვილის ლიუჩის დედაა და ის ხელოვანს 375 ათას დოლარს ედავება.

უცხოურ გამოცემებს ხელში ჩაუვარდათ აქსანას ადვოკატის მიერ მომზადებული დოკუმენტები, სადაც წერია, რომ მელ გისბონის მეუღლე დარჩენილი გადაუხდელი კომპენსაციების დაფარვას ითხოვს.

2014 წლის თებერვალში მელ გიბსონს სასამართლომ ნება დართო არ გადაიხადოს დარჩენილი კომპენსაცია, რომელიც 375 ათას დოლარს შეადგენს. შეთანხმებას წყვილმა კომპენსაციასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2011 წელს მიაღწია, სადაც ეწერა, რომ გიბსონს მეუღლისთვის ეტაპობრივად 750 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა.

შეთანხმების კიდევ ერთ პუნქტს წარმოადგენდა ორივე მხარის დუმილი. აქსანას უფლება არ ჰქონდა გიბსონთან ცხოვრების პერიოდზე საჯაროდ მოეყოლა, თუმცა შარშან შემოდგომაზე მან პირობა დაარღვია და ერთ-ერთ თოქ შოუში სტუმრობისას მსახიობთან რომანზე ალაპარაკდა.

ამ შემთხვევის შემდეგ, მელ გიბსონის ადვოკატებმა კვლავ სასამართლოს მიმართეს და აქსანასთვის დარჩენილი კომპენსაციის გადახდის შეწყვეტაზე პირობების დარღვევის გამო, სასამართლოსგან თანხმობა მიიღეს. სწორედ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს მელ გიბსონის ყოფილი მეუღლე, რომელიც საკმაოდ კრიტიკულ ფინანსურ სიტუციაშია. პიანისტმა თებერვალში თავი ბანკროტად გამოაცხადა.