20 დეკემბერი, 2014

მარკუს მეტრეველი: “ქვის ხანა!”

markus1მომღერალი მარკუს მეტრეველი ინგა გრიგოლიას გადაცემის თემას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქართულ შოუბიზნესში ქვის ხანაა:

“ბლა, ბლა, ბლა ბლა!!! ერთი და იგივე მეორდება, კეთდება გადაცემები შოუ ბიზნესზე და ეფექტიანი შედეგები არ ჩანს, მხოლოდ გადაცემის რეიტინგს ეტყობა ეფექტი, თორემ ჩვენი ვაი, შოუ ბიზნესი ისევ დუმს და გადადუმს.

რა საცოდაობაა იმ ქვეყნის შოუ ბიზნესი, როდესაც ბენდთან სიმღერა მოვლენად მიაჩნიათ, მაშინ როდესაც მსოფლიო პოპ კულტურა განვითარების პიკშია, მაშინ როდესაც ლამის მარსზე გააკეთონ შოუები და გადაიღონ კლიპები, აქ კიდევ ბენდთან სიმღერა უკვირთ, ქვის ხანა!!! რაც ჩამოვედი საქართველოში 5 წელია, აქ შევეგუე ფონოგრამაზე მღერას. როცა საჭიროა, ფონოგრამაზეც უნდა იმღეროს არტისტმა და ცოხლადაც და დაბლტრეკზეც ლაივ პერფორმანსი ძვირი სიამოვნებაა!!!

მაგნიტოფონის დინამიკზე და კარაოკეს მიკროფონით ცოცხლად არ ვიმღერებ!!!!”