24 დეკემბერი, 2014

მარიამ როინიშვილმა “ცეკვავენ ვარსკვლავები” დატოვა

mar2“ცეკვავენ ვარსკვლავებმა” ფინალისტები დაასახელა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალისტები ნოდიკო ტატიშვილი და ჯულიანა ბარგნარი და ზურა მანჯავიძე და მზია ორველაშვილი გახდნენ.

კონკურსანტებმა ორ-ორი ცეკვა შეასრულეს და ჟიურისგანაც ორმაგი შეფასებები დაიმსახურეს. სამკაციან ჟიურის დაემატა შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევა და მანაც არ დაიშურა რჩევები კონკურსანტებისადმი.

ნახევარფინალის დასასრულს დუტამ პირდაპირ აუთსაიდერები დაასახელა. პირველი აუთსაიდერები გახდნენ მარიამ როინიშვილი და ლევან ახვლედიანი, მეორე აუთსაიდერები ზურა მანჯავიძე და მზია ორველაშვილი. მაყურებლის გადაწყვეტილებით კი პროექტში ზურა და მზია გადავიდნენ და ნოდიკოს და ჯულიანას მეტოქეები გახდნენ.

“ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალი 31 დეკემბერს გაიმართება.