11 დეკემბერი, 2014

მარიამ როინიშვილმა მკურნალობა დაიწყო

mariam-roinishvili1მომღერალმა მარიამ როინიშვილმა მკურნალობა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში თვითონვე გაავრცელა:

“პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ვინც გულთან მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა და მინდა განვმარტო, რადგან ძალიან ბევრი კითხვა დაისვა ამასთან დაკავშირებით. ერთი თვის წინ მივიღე ტრამვა ვარჯიშის დროს ნეკნზე, მეგონა გაივლიდა მაგრამ დატვირთვასთან ერთად როგორც ჩანს გამწვავდა. ეს მხოლოდ ჩემი ურჩობის ბრალია და რაც მთავარია არ მიყვარს პრობლემების გახმაურება, რასაც მაინც ვერ ავცდი! მინდა გითხრათ რომ აღმოჩნდა რომ გატეხილია ნეკნი, რომელიც ფაქტოვრივად უკვე შეხორცებულია, მაგრამ ირგვლივ დაზიანდა უბნები, რომელმაც ჩაითრია ნერვები და ეს იწვევს ძლიერ ტკივილს! დღეს დავიწყე მკურნალობა და იმედი მაქვს, მალე ვიგრძნობ შედეგს… კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან ვწუხდები, როდესაც ჩემი პრობლემებით ვაწუხებ სხვას! მადლობის მეტი არაფერი მეთქმის თქვენი მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ რომ სამშაბათს მე და თქვენ კარგ ხასიათზე შევხვდებით “ცეკვავენ ვარსკვლავების” პირდაპირ ეთერს.”