11 დეკემბერი, 2014

“მანდარინები” ოქროს გლობუსზეა წარდგენილი

1ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ოქროს გლობუსზეა წარდგენილი. ქართულ-ესტონური ფილმი ნომინაციაში უცხოენოვანი ფილმი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად რეჟისორი ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს თითოეული ქართველისთვის უდიდესი წარმატებაა.
ოქროს გლობუსს ოსკარების გერენალურ რეპეტიციას უწოდებენ, ამიტომაც აქ გამარჯვება ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებასაც ნიშნავს.

“მანდარინები” არაერთი პრესტიჟული კინოფესტივალის გამარჯვებულია. ფილმს უკვე აქვს 21 ჯილდო მოპოვებული და ახლა მთავარის მოლოდინშია. ოქროს გლობუსის ნომინაციებში წარდგენილ ფილმებს შორის ზაზა ურუშაძის ნაშრომის აღმოჩენის შემდეგ, უკვე ნომინაციაში გამარჯვების და პრიზის მოპოვების ჯერია.

“ოქროს გლობუსის” მერე კი “მანდარინებს” ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი ელოდება, სადაც ზაზა ურუშაძის ნამუშევარი უკვე ესტონურმა მხარემ წარადგინა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.