23 დეკემბერი, 2014

მაკა მახარაძე ქველმოქმედებაში ჩაერთო

maka1მაკა მახარაძე ქველმოქმედებაში ჩაერთო. ხელოვანი თავის საბალეტო სტუდიასთან ერთად 25 და 26 დეკემბერს საქართველოს სოლიდარობის ფონდის ინიციატივას შეუერთდება და პატარა ბალერინებთან ერთად საქველმოქმედო სპექტაკლებს გამართავს.

ვარდების ბაღის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება პროექტი “ბავშვები ბავშვებს”. პატარა ბალერინები იცეკვებენ სპექტაკლს “შობა ამადეუსთან”, რომელიც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის გენიალურ მუსიკას აერთიანებს.

სპექტაკლის დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძეა. საღამოებზე შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას მოხმარდება.