17 დეკემბერი, 2014

მადონა შვილებს არცხვენს

Madona156 წლის პოპის დედოფალი მადონა არასოდეს მალავს, რომ ძალიან უყვარს თავისი პიკანტური ფოტოებით საზოგადოების გაკვირვება, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი ეს საქციელი ყველას არ მოსწონს და ახარებს. პირველ რიგში კი, ამით აღფრთვოვანებული არ არის მადონას შვილი როკო, რომელიც მომღერალს რეჟისორ გაი რიჩისგან ჰყავს. მადონას ბიჭმა აღიარა, რომ ფოტოების გამო, რომელზეც დედამისი შიშველია, რცხვენია, ამიტომაც ურჩევნია ისინი საერთოდ არ ნახოს.

რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ამ ფაქტის მიმართ მადონას უფროს ქალიშვილს ლურდესს. მას ძალიან მოწონს, რომ დედას მისი სამოსი აცვია და ცდილობს, იმაზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, ვიდრე რეალურად არის.

გარდა ამისა, ლურდესმა ისიც აღიარა, რომ ოცნებობს დედამისმა გავლენა მოახდინოს არა მარტო მასზე, არამედ იმ კოლეჯის სტუდენტებზეც, სადაც ლურდესი სწავლობს. გოგონა კარგა ხანია ეხვეწება დედას, რომ მან წაიკითხოს რამდენიმე ლექცია თემაზე “ქალები პოპკულტურაში”. ლურდესი თავის ძმასაც აფრთხილებს, რომ დედას საქმეებში არ ჩაერიოს და მისი ფოტოების გამო ასე ნუ რცხვენია.

უცხოურ გამოცემებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბევრს ეჭვი ეპარება, კარგი დედაა თუ არა მადონა, რადგან მისმა აღიარებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. მომღერალმა განაცხადა, რომ ერთხელ ყველანაირი ნარკოტიკი გასინჯა, რადგან მისი რწმენით, ადამიანები, ვინც ნარკოტიკებს იღებენ, ღმერთს ხედავენ.