25 დეკემბერი, 2014

მადონა გაქურდეს

madona2მომღერალი მადონა გაქურდეს. მას უკვე მეორედ მოპარეს სიმღერები, რომლებიც მის ახალ ალბომში უნდა შევიდეს. ამჯერად ჰაკერებმა მისი ახალი 14 სიმღერის მოპარვა შეძლეს და ისინი ინტერნეტშიც განათავსეს.

მომღერალი ამ ფაქტმა საშინლად აღაშფოთა, თუმცა მასზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მადონას ვერ აუხნია, რატომ არის ასეთი დიდი ინტერესი ინტერნეტჰაკერების მხრიდან მის ალბომთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა მოპარული სიმღერები მადონას ახალ ალბომში. მოპარულ და გამოქვეყნებულ სიმღერებს შორის მოხვდნენ Beautiful Scars, Tragic Girl, Freedom, Iconic, Nothing Lasts Forever, Veni Vidi Vici და დუეტი ფარელ უილიამსთან სახელწოდებით Back That Up (Do It).

როცა მადონას სიმღერები პირველად მოპარეს, მან განაცხადა, რომ ეს მისი ძველი სიმღერები იყო, რომლებიც ახალ ალბომში ისედაც არ შევიდოდა. ამის დასადასტურებლად მან ახალი ალბომიდან 6 ახალი ჩანაწერიც წარმოაგინა, თუმცა ისიც დასძინა, რომ ამის გაკეთებას მომღერალი მომავალი წლის გაზაფხულზე გეგმავდა.