15 დეკემბერი, 2014

ლიზა ბაგრატიონი ბოდიშს იხდის

liza1მომღერალი ლიზა ბაგრატიონი თავის კონცერტზე ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო გავრცელებული ინფორმაციისთვის ბოდიშს იხდის:

“გუშინ, კონცერტის მსვლელობისთანავე პუბლიკის წინაშე მოვიხადე ბოდიში მათი შეცდომაში შეყვანის გამო და ვუსურვე გამოჯანმრთელება ქალბატონ ეთერ კაკულიას! სცენაზე გასვლის წინ გარშემომყოფებმა მითხრეს რომ ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია ქალბატონი ეთერის გარდაცვალების შესახებ და გადავწყვიტე, გია ყანჩელის ის სიმღერა, რომელსაც მამაჩემის ხსოვნას ვუძღვნი ყოველთვის, ქალბატონი ეთერისათვის მიმეძღვნა! არ ვარ პირველი, ვინც დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი! კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბოდიშს ვუხდი!”