10 დეკემბერი, 2014

ლინდსი ლოჰანმა თეატრში გადაინაცვლა

lindsi1სკანდალურმა ჰოლივუდელმა მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა თავისი კინოკარიერა ამოწურულად ჩათვალა და ახლა თეატრალური კარიერისთვის იწყებს ზრუნვას.

როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, გოგონა ძალიან მოწყენილია და ამერიკაში დაბრუნებაზე ოცნებობს, სადაც სპექტაკლში მონაწილეობა სურს. მსახიობს უკვე შესთავაზეს მთავარი როლი დრამატურგ დევიდ მამეტის პიესაში “ოლეანა”.

ლინდსი ლოჰანი სპექტაკლში სტუდენტი გოგონას როლს განასახიერებს, რომელიც თავის ლექტორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. დრამატურგმა ეს პიესა 20 წლის წინ დაწერა. 2009 წელს ის დიდი წარმატებით დაიდგა ლოს ანჯელესში.

ლინდსიმ სოციალურ ქსელში ფოტოც გაავრცელა, რომელსაც მიაწერა:

“მამეტის ერთი პიესა დავასრულეთ, მომავალ წელს კი ახალ პიესაზე დავიწყებთ მუშაობას”.