22 დეკემბერი, 2014

კონჩიტა “ევროვიზია 2015”-ს წაიყვანს

112კონჩიტა “ევროვიზია 2014”-ის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი კონჩიტა ვურსტი იგივე ტომა ნოივირტი “ევროვიზია 2015”-ის წამყვანი იქნება. ინფორმაციას უცხოური გამოცემები უკვე ოფიციალურად ადასტურებენ:

“როცა კონჩიტა ვურსტმა გადაწყვიტა ევროვიზიაში მიეღო მონაწილეობა, მან საკმაოდ თამამი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მისი გამარჯვება კი ნამდვილი ზეიმი იყო ავსტრიისთვის. მან ახლა თანხმობა განაცხადა, “ევროვიზია 2015″-ის წამყვანი გახდეს. კარგად გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება კონკურსში მონაწილე ქვეყნებში უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ უკვე აღარაფრის შეცვლა არ შეიძლება, არჩევანი გაკეთებულია და მას ყველამ პატივი უნდა სცეს!”

“ევროვიზია 2015”-ზე მწვანე ოთახში განთავსდება და კონკურსანტებთან ინტერვიუს აიღებს. კონჩიტას თანაწამყვანები იქნებიან ალის ტამლერი, არაბელა კიესბაუერი და მირიამ ვეიხსელი. “ევროვიზია 2015” მომავალი წლის 23 მაისს ვენაში ჩატარდება.