7 დეკემბერი, 2014

კიანუ რივზი დაქვრივდა

kinu1ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი კიანუ რივზი დაქვრივდა. მას მეუღლე გარდაეცვალა და ახლა თავის დარდს პატარა ლეკვის სეირნობაში კლავს, რომელიც მას თავის დროზე სწორედ მეუღლემ აჩუქა.

საყვარელი მეუღლის გარდაცვალება მსახიობისთვის დიდი ტრავმა აღმოჩნდა, თუმცა არა რეალურ ცხოვრებაში, არამედ ახალ ფილმში, რომელსაც jonh wick ჰქვია.

მსახიობი ახალ ფილმში რეჟისორებმა ჩად სტაჰელსკიმ და დევიდ ლეიჩმა დააკავეს. მისი გმირი ყოფილი მკვლელია, რომელმაც წარსული დაივიწყა და ახალი ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ყველაფერი იცვლება, როცა მის საყვარელ მანქანას მუსტანგს იპარავენ და მასში მყოფ იმ პატარა ლეკვსაც კლავენ, რომელიც საყვარელი მეუღლის სახსოვარია. შურისძიების წყურვილი ჯონს მოსვენებას არ აძლევს და სწორედ აქ ვითარდება ფილმის მთავარი ნაწილი.

“მატრიცას” შემდეგ კიანუ რივზი ასე ხმაურიანად არ დაბრუნებულა მსოფლიო კინოში. ტაბლიოდები ირწმუნებიან, რომ მჟაფრსიუჟეტიანი ფილმის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდება და შემოქმედებით ჯგუფს კინოგაქირავებიდან სოდილურ თანხას მოუტანს.