26 დეკემბერი, 2014

კეტი პერი სოციალური ქსელების ლიდერი გახდა

2keti4014 წლის მიწურულს პორტალ Starcount-ის მტკიცებით, კეტი პერის აქაუნთებმა სოციალურ ქსელებში ფეისბუქი, ტვიტერი და ინსტაგრამი, ყველანაირი რეკორდი მოხსნა და კოლეგა ვარსკვლავებს სოლიდურად გადაასწრო.

ერთი წლის განმავლობაში მომღერალმა დააგროვა 25 მილიონი მოწონება ფეისბუქში, 27 მილიონი ხელმომწერი ტვიტერში, და 8,5 მილიონი ხელმომწერი ინსტაგრამში. მისი ვიდეორგოლების ნახვამ იუთუბში კი 3 მილიარდს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ კეტი პერის წელს ახალი არაფერი შეუქმნია, მის მიმართ ინტერესი არათუ შემცირდა, პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდა.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა შვედი ვიდეობლოგერი PewDiePie, რომელიც იუთუბზე პოპულარული ტელეარხის წამყვანია.

მესამე ადგილზეა ტეილორ სვიფტი. ფეისბუქზე მას 31,5 მილიონი მოწონება აქვს, ინსტაგრამში კი 16,4 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.

ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავების ათეული პორტალ Starcount-ის რეიტინგებით კი ასე გამოიყურება:

1. კეტი პერი.
2. PewDiePie
3. ტეილორ სვიფტი
4. შაკირა
5. ჯასტინ ბიბერი
6. კრიშტიანუ რონალდუ
7. One Direction
8. Pitbull
9. ემინემი
10. მაილი საირუსი