10 დეკემბერი, 2014

ჯონი დეპმა შიშველი ქეით მიდლტონის ნახატი იყიდა

joni1ჰოლივუდის მსახიობმა ჯონი დეპმა ქეით მიდლტონის შიშველი ფოტო იყიდა. მსახიობმა ნამუშევარში 47.000 დოლარი გადაიხადა.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ნახატი ლონდონში მდებარე გალერეა Faith Inc-ის ერთ-ერთ კედელზე გრაფიტით არის შესრულებული. ქუჩის არტის ნამუშევარზე ჰერცოგინია შიშველია აღბეჭდილი ორსულობის ბოლო თვეში და მუცელზე სამეფო გვირგვინი ადგას. ნამუშევარი ბრიტანეთის დედაქალაქში თვენახევრის წინ გაჩნდა და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ჯონი დეპს იმდენად მოეწონა ეს ნამუშევარი, რომ მასში 47.000 დოლარი დაუფიქრებლად გადაიხადა და თავისი საქციელით საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა.

როგორც გაირკვა, 51 წლის ჰოლივუდის მსახიობი დიდი ხანია გაფიტისტ პეგასის შემოქმედების თაყვანისმცემელია. მსახიობის კოლექციაში მისი კიდევ სამი ნამუშევარია, მათ შორისაა ელისაბედ მეორის პორტრეტი.