23 დეკემბერი, 2014

ჯონი დეპი ახალი წლის ღამეს იქორწინებს

joni1ჰოლივუდის მსახიობმა ჯონი დეპმა საბოლოოდ გადაწყვიტა, თავის რჩეულზე ემბერ ჰარდზე დაქორწინდეს. 51 წლის მსახიობი და 28 წლის ლამაზმანი ახალი წლის ღამეს ჯონი დეპის კუთვნილ კუნძულზე დაქორწინდებიან, რომელიც კარიბის აუზში მდებარეობს. მსახიობს სურს ქორწინების რიტუალმა ემბერის სანაპიროზე ჩაიაროს. ამ სანაპიროს დეპმა სახელი თავისი რჩეულის პატივსაცემად უწოდა.

ქორწილში მიწვეული არიან მერილინ მენსონი, სტივენ ტაილერი, ჰელენა ბონემ კარტერი ქმართან ტიმ ბერტონთან ერთად. საქორწინო ცერემონიალი წყვილის ნიშნობიდან ერთი წლის შემდეგ გაიმართება. ეს ამბავი 2014 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, მანამდე მსახიობები ერთმანეთს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ.

The Sun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში წყვილთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ მათ დაშორებაზე არასდროს უფიქრიათ, პირიქით, ყოველთვის ქორწინების გეგმებს აწყობდნენ:

“ჯონი საკმაოდ ჩუმი ადამიანია, ამ ხნის განმავლობაში მისგან სიტყვა არ გაგვიგონია ქორწილზე, ამიტომაც გახდა ყველასთვის ეს ამბავი მოულოდნელი სიურპრიზი. მათ ქორწილში ყველაზე ახლობელი ადამიანები, ნათესავები და მეგობრები დაპატიჟეს. ეს იქნება ერთი დიდი წვეულება, სადაც ყველა კარგად მოილხენს.”