12 დეკემბერი, 2014

ჯოან როულინგის რომანს ფილმად გადაიღებენ

joan1ტელეკომპანია ბიბისიმ გაავრცლა ინფორმაცია, რომ “ჰარი პოტერის” ავტორის ჯოან როულინგის დეტექტიური რომანის “the cuckoo’s calling” ეკრანიზაციას გეგმავს. რომანი კრიმინალურია და ჯოან როულინგმა ის თავის დროზე რობერტ გელბრეიტის ფსევდონიმით დაბეჭდა. არის პირველი წიგნი მოთხრობების სერიიდან გამომძიებელ კორმორან სტრაიკზე. ეს დეტექტივი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოქვეყნდა. მიუხედავად ავტორის ფსევდონიმისა, ჯოან როულინგის ერთგული მკითხველები მაინც მიხვდნენ ვინ იყო მისი რეალური ავტორი, წიგნი მაშინვე პოპულარული გახდა და ბესტსელერადაც იქცა.

რომანის ეკრანიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად ჯოან როულინგმაც დაადასტურა თავის ტვიტერში:

“ჩემი მეგობრის გელბრეიტის მოთხრობების პირველი ნაწილი მალე ბიბისის ეკრანზე გამოჩნდება. ის ძალიან აღელვებული და გახარებულია, მაგრამ თავის ემოციებს დუმილით გამოხატავს.”

ВВС Television-ის დირექტორი დენი კოენი არ მალავს, რომ უზომოდ მოხარულია ამ სერიალის შექმნაში მონაწილეობით:

“ეს ბიბისისთვის საკმაოდ დაუჯერებელი წარმატებაა. ჩვენ მოვახდენთ როულინგის წიგნის ეკრანიზაციას და ეს იქნება მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა.”

თავის მხრივ, ჯოან როულინგი სერიალის შემქმნელებს აქტიურად ეხმარება, ის პირადად ატარებს კასტინგს მსახიობებთან მთავარი როლისთვის.

წიგნის მთავარი გმირი დეტექტივია არც თუ ისე კარგი წარსულით. ერთხელ მასთან დასახმარებლად მივა ცნობილი მოდელის ლულა ლანდრის ძმა და სთხოვს დახმარებას სიმართლის დადგენაში. მოდელის ძმას არ სჯერა, რომ მისმა დამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და დეტექტივი რეალური მიზეზის გამოკვლევას იწყებს. დეტექტივი ლულას გარემოცვას ეცნობა, სადაც მრავლად არიან ლამაზმანები, როკერები და დიზაინერები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯოან როულინგის რომანის ეკრანიზაცია მოხდება. მისმა პირველმა რომანმა “შემთხვევითი ვაკანსია” უკვე გადაინაცვალა ტელეეკრანებზე. მინისეარიალი, რომელიც სულ სამი სერიისგან შედგება, ეთერში მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება.