22 დეკემბერი, 2014

ჯო კოკერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

jo1ბიბისის ცნობით, მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ჯო კოკერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია უკვე დაადასტურა მომღერლის აგენტმა ბარი მარშალმა.

ინგლისელი მომღერლის, რომელიც ბლუზისა და როკის ჟანრებში მოღვაწეობდა, სავიზიტო ბარათად იქცა ხრინწიანი ბარიტონის ტიპის ვოკალი. მისი კარიეარ 40 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმატებას წარმატება ემატებოდა.

ჯო კოკერი ცნობილია ბევრი ცნობილი ქავერ-ვერსიით, რომელთა შორის გამოირჩევა ბითლზის სიმღერების ინტერპრეტაციები. როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო მომღერლების რეიტინგში მას 97-ე პოზიცია უკავია. ჯო კოკერის შემოქმედებიდან თითქმის ყველა სიმღერა ჰიტია, თუმცა მის ფანებს გამორჩეულად უყვართ “Youre So Beautiful” და ”Up Where We Belong”.

მომღერალმა თავისი კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო ბარებსა და კლუბებში და დღემდე პოპულარობა არ დაუკარგავს. ჯო კოკერი თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში საქართველოსაც სტუმრობდა.