8 დეკემბერი, 2014

ჯიმ მორისონი 71 წლის გახდებოდა

Jim-Morrison1ჯგუფ “დორს”-ის ვოკალისტი, მომღერალი, მუსიკოსი, პროდიუსერი და პოეტი ჯიმ მორისონი 8 დეკემბერს 71 წლის გახდებოდა. ხელოვანი სრულიად ახალგაზრდა 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯეიმზ დუგლას მორისონმა 4 წლის ასაკში ნახა ის, რამაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. იგი შეესწრო საშინელ ავარიას უდაბნოში, სადაც ადგილობრივი ამერიკელების ოჯახი დაიღუპა. მან ამ ავარიის შესახებ ისაუბრა თავის რამდენიმე სიმღერაში. მორისონს სჯეროდა, რომ ეს შემთხვევა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ის ამბობდა, რომ ამ ავარიის დროს მკვდარი ინდოელი დაინახა, რომელიც გზის მეორე მხარეს იწვა. წიგნში „დორს“ ამ ყველაფერზე დაწვრილებით არის ლაპარაკი.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ მორისონმა „ციგნურ“ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ფოტოგრაფმა ჯოელ ბროდსკიმ მას რამდენიმე შავთეთრი სურათიც გადაუღო. ცნობილი იყო როგორც „ახალგაზრდა ლომი“. ჯგუფ “დორსის” პირველი წევრები ჯიმ მორისონი და რეი მანზარეკი იყვნენ. ამის შემდეგ მათ დრამერი ჯონ დენსმორი და გიტარისტი რობი კრიგერიც შეუერთდნენ. 1966 წელს „დორსი“ უკვე უკრავდა რამდენიმე ცნობილ ბარში. ჯიმ მორისონმა ჯგუფი „ზემის“ სოლისტი ვან მორისონი გაიცნო და მათ ამის შემდეგ ერთად იმღერეს ცნობილი სიმღერა „გლორია“.

მეორე ალბომის გამოცემის შემდეგ „დორსი“ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ ჯგუფი გახდა. ამის შემდეგ მორისონმა კონცერტებზე დაგვიანება და დალევა დაიწყო. 1969 წლისთვის მომღერალმა გადაწყვიტა შეეცვალა მისი გამოსვლები. მან წონაში მოიმატა, წვერები მოიშვა და ჩაცმულობის სხვა სტილზე გადავიდა. ამავე წელს კონცერტზე მაიამიში, მთვრალმა მორისონმა სცენაზე გინება დაიწყო და სცენაზევე დაწვა. მაიმაის პოლიციამ კონცერტის დასრულების შემდეგ იგი დააკავა. ამის შემდეგ ჯგუფის ბევრი კონცერტი სწორედ ჯიმ მორისონის გამო ჩაიშალა.