19 დეკემბერი, 2014

ჯენიფერ ენისტონი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

jenifer1ჰოლივუდის მსახიობ ჯენიფერ ენისტონისთვის 2014 წელი სისამოვნო სიახლით სრულდება. ჟურნალმა People-მა ის წლის ყველაზე საუკეთესო მსახიობად დაასახელა. ჟურნალის აზრით, ჯენიფერი ასევე გამორჩეულიაა თავისი ტალანტით.

თუმცა მსახიობი არ მალავს, რომ მობეზრდა მსუბუქ და იუმორისტულ ფილმებსა თუ სერიალებში მონაწილეობა და სურს თავისი სამსახიობო შესძალებლოები კიდევ უფრო ღრმა და სერიოზულ ფილმებში წარმოაჩინოს. მსახიობის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ფილმი “ტორტი”, სადაც ის ცხოვრებააწეწილ ქალს თამაშობს, რომელსაც ქრონიკული ტკივილები ტანჯავს. ენისტონის თქმით, მას ძალიან უნდა ოსკარი მიიღოს და მისი მოღვაწეობა კინოში ამით აღინიშნოს.

People-მა წლის მიწურულს ტრადიციული დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გამართა და ნომინაციებში წარდგენილი და გამარჯვებული საზოგადოება მიიწვია.

ჯენიფერ ენისტონის გარდა, ჟურნალმა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც დაასახელა და შედეგები მკითხველს წარუდგინა. ნომინაციებში გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ ჯენიფერ ლოპესი, როგორც ყველაზე წარმატებული კინოში, მუსიკასა და სარეკლამო რგოლებში, წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მაიკლ კიტონი გახდა, წლის საუკეთესო ტელემსახიობი ქალის ტიტული მიენიჭა ჯენიფერ ენისტონის კოლეგას სერიალიდან “მეგობრები” ლიზა კუდროუს, წლის საუკეთესო ტელემსახიობ მამაკაცად კი ჯონ ჰემი დასახელდა.

ქლოია გრეის მორეცი ახალი თაობის ვარსკვლავის ტიტულის მფლობელი გახდა, ქეთი ჰადსონი კი წლის საუკეთესო სამსახიობო მოდელი. გამარჯვების გარეშე არ დარჩენილა დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებული გვენ სტეფანიც.

წლის მოდელის წოდება მიენიჭა კარლი კლოსს, ყველაზე სექსუალური ქალის ტიტული კი ქეით აპტონმა მოიპოვა.