27 დეკემბერი, 2014

ჯასტინ ბიბერს თვითმფრინავი აჩუქეს

jas2გოგონების გულთამპყრობელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა საშობაოდ უჩვეულო საჩუქარი მიიღო. მას არც მეტი, არც ნაკლები თვითმფრინავი აჩუქეს.

მომღერალმა ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა, თვითმფრინავის სალონში სურათები გადაიღო და ინტერნეტშიც ატვირთა.

მსოფლიო ვარსკვლავები ნამდვილად განებივრებულები არიან ძვირფასი საჩუქრებით, გამონაკლისი არც ბიბერია, თუმცა, მომღერალი არ მალავს, რომ ამ ძღვენმა განსაკუთრებით გაახარა.