ჯასთინ ტიმბერლეიკს უჩივლეს

13მომღერალ ჯასთინ ტიმბერლეიკს უჩივლეს. მას იმ სასტუმროს ერთ-ერთმა სტუმარმა უჩივლა, რომელიც თავის ნომერში ისვენებდა, როდესაც სასტუმროში მომღერალი თავის მეუღლესთან ერთად შევიდა და ფოიეში დადგმულ როიალზე ყველასთვის მოულოდნელად დაკვრა დაიწყო.

მომღერლის ამ დაუფიქრებელ ნაბიჯს სასტუმროში ვნებათაღელვა მოყვა. კლიენტმა განაცხადა, რომ დაკვრისგან თავი ასტკივდა და ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა პიანისტი გაეჩერებინათ, ამიტომაც მომღერალი იძულებული გახდა დაკვრა შეეწყვიტა.

იცოდა თუ არა, სასტუმროს სტუმარმა, რომ როიალზე ამ დროს მსოფლიო ვარსკვლავი ჯასთინ ტიმბერლეიკი უკრავდა, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მომღერალი ამ ქმედებამ უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო.