ივანე მაჩაბელზე ფილმი გადაიღეს

ivane1ცნობილ ქართველ მწერალზე, მთარგმნელსა და საზოგადო მოღვაწეზე ივანე მაჩაბლზე ფილმი გადაიღეს. წელს ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებლის ივანე მაჩაბელისთვის საიუბილეო წელია. პუბლიცისტის დაბადებიდან 160 წელი შესრულდა. ივან მაჩაბლის იუბილესთან დაკავშირებით 25 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ობოლი სული – ივანე მაჩაბელი“ საიუბილეო ჩვენება. პროექტის ავტორია მაია მაჩაბელი. ფილმის ჩვენება ხორციელდება თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით.

ივანე მაჩაბელმა 14-15 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერა. საშუალო ცოდნა მან თბილისის გიმნაზიაში მიიღო. გიმნაზიის კურსის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ ის პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც იურიდიულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე ისწავლა. ზაფხულში პეტერბურგში ჩავიდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც ახლო ურთიერთობაში იყო ვასილ მაჩაბელთან. ივანე მაჩაბელმა ილიას გაუზიარა თავისი განზრახვა და სთხოვა ერთად ეთარგმნათ შექსპირი. 1873 წლის „კრებულის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა „მეფე ლირის“ პირველი მოქმედების თარგმანი. ერთი წლის შემდეგ ივანე მაჩაბელი სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წლის ბოლოს, აგრონომიულ მეცნიერებათა შესწავლის მიზნით, გაემგზავრა ოპენჰაიმის აკადემიაში შტუტგარტის მახლობლად, სადაც ორი წელი დაჰყო. ის საფრანგეთიდან პეტერბურგს გაემგზავრა, სადაც ქართველ სტუდენტთა წრეში მოხსენებებს კითხულობდა ლიტერატურულ თემებზე, ერთი წლის შემდეგ იგი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მოღვაწეობა დაიწყო.

1897 წლის მაისში ივანე მაჩაბელი მძიმე ავად გახდა ჩირქოვანი პლევრიტით. ორი წლის შემდეგ ქალაქში ხმა დაირხა ივანე მაჩაბლის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ.