“იუმორინა” დაბრუნდა

iu2ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, “იუმორინა” დიდი საკონცერტო დარბაზის სცენას დაუბრუნდა. მხოლოდ ერთი დღით, 27 დეკემბერს შოუბიზნეს ცენტრი “ლომისი” წარმოადგენს “იუმორინას” ახალ საკონცერტო პროგრამას.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, პაროდიის თეატრი, ცნობილი იუმორისტები, მომღერლები და მსახიობები. ტრადიციულად “იუმორინას” სცენარის ავტორი და რეჟისორი ჯემალ ბაღაშვილია, მუსიკალური ხელმძღვანელი კი გია ბაღაშვილი. ჯემალ ბაღაშვილი ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევს და დიდ საკონცერტო დარბაზში მისულ მაყურებელს სრულიად ახალ პროგრამას შესთავაზებს.

ჯემალ ბაღაშვილმა ასევე ეკრანებს დაუბრუნა გადაცემა “სტუმრად იუმორინასთან”, რომელშიც იმ ადამიანებს იწვევს, ვინც სხვადასხვა წლებში “იუმორინაში” იღებდა მონაწილეობას.