11 დეკემბერი, 2014

ჰობიტის ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი თბილისშია

h111 დეკემბერს თბილისის კინოთეატრებში ჰობიტის ტრილოგიის დასკვნითი ნაწილის პრემიერა გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ პრემიერა საქართველოში მსოფლიო პრემიერამდე ერთი კვირით ადრე მოეწყობა. ფილმის პიტერ ჯექსონმა ჰობიტის ეკრანიზაციით, ტოლკინის სამყაროში დაგვაბრუნა. იმ სამყაროში რომელის კარები 2003 წელს, ბეჭდების ტრილოგიის დასრულების შემდეგ დაიხურა. ჰობიტის ტრილოგიამ უკვე ახალი თაობის მაყურებელს საშუალება მისცა მიწის შუაგულში ჩაეხედა.

ჰობიტის ტრილოგიამ მოიპოვა საკუთარი ფანები და კომერციულად წარმატებული პროექტიც გახდა. მისი დასკვნითი ნაწილი აქამდე არნახულ სანახაობას გვპირდება, როგორც სათაურიდანვეა ცნობილი ფილმის კლიმაქსი, ხუთი არმიის ბრძოლა იქნება.

თავად პიტერ ჯექსონის თქმით, ხუთი არმიის ბრძოლა მისი საყვარელი ნაწილის ჰობიტის ტრილოგიაში და მისი დასასრული ისე იქნება გაკეთებული, რომ ბეჭდების ტრილოგიასთან მისი დაკავშირება ორგანულად მოხდება. მესამე ნაწილი ყველაზე ემოციურიცაა.

შეძლებენ თუ არა ჯუჯები თავისი სამეფოს დაბრუნებას, აღადგენენ თუ არა ადამიანები ტბის ქალაქს, დამარცხდება თუ არა ბოროტი დრაკონი სმაუგი, შეეწირება თუ არა ვინმე ბოლო ბრძოლას, ეს 11 დეკემბრიდან თბილისის კინოთეატრებში გახდება ცნობილი.