6 დეკემბერი, 2014

ჰარი პოტერი გაგრძელდება

Harrჰარი პოტერის ავტორმა ჯოან როულინგმა განაცხადა, რომ საშობაოდ მკითხველს სიურპრიზს უმზადებს.

12 დეკემბერიდან ყოველდღიურად მწერლის ოფიცილურ საიტზე ახალი მოთხრობები გამოქვეყნდება ჰარი პოტერსა და მის მეგობრებზე. სულ ჯოან როულინგმა 12 ახალი ისტორია დაწერა. გარდა ამისა, გამოჩნდება ორი ახალი ჯადოსნური ელექსირი, რომლის მომზადება ნებისმიერ მსურველს სპეციალურ ონლაინ თამაშში შეეძლება.

ცნობილი ხდება ისიც, რომ რამდენიმე მოთხრობა მიეძღვნება წიგნის მთავარ გმირს, ჰარი პოტერის მტერს დრაკო მალფოის და ვოლან დე მორტის მხარდამჭერს. მიუხედავად იმისა, რომ ჯოან როულინგმა არაერთხელ განაცხადა პოტერიანას ისტორიის დასრულების შესახებ, უკვე მერამდენე წელია ამ დაპირებას ვერ ასრულებს ჯადოქრული ისტორიის არნახული პოპულარობის გამო.

ცოტა ხნის წინ მწერალმა ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოუშვა მოთხრობა ერთ-ერთი უარყოფით პერსონაჟზე დოლორეს ემბრიჯზე, უფრო ადრე კი 34 წლის ჰარიზე, რონზე და ჰერმიონზე.