9 დეკემბერი, 2014

გურამ დოჩანაშვილზე დეზინფორმაცია ვრცელდება

guram1როგორც მოსალოდნელი იყო, ერთ-ერთ ლიტერატურულ ბლოგზე გამოქვეყნტბული სტატია ქართველ კლასიკოსზე გურამ დოჩანაშვილზე, დეზინფორმაცია აღმოჩნდა.

სტატიის ავტორი ბექა ბერულავა აღწერს, თუ როგორ სიდუხჭირეში ცხოვრობს ცნობილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი.

ამ საკითხს ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოყვა. თემით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც დაინტერესდა:
“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში მწერალ გურამ დოჩანაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ვაცხადებთ, რომ სტატია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას, რასაც მწერლის ოჯახის წევრებიც გვიდასტურებენ.”