22 დეკემბერი, 2014

გრაფიკული ნამუშევრები ისტორიის მუზეუმში გამოიფინება

gamofena123 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში რიტა ხაჩატურიანის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით ,,ერთხელ ირემმა თქვა” გაიხსნება.

პროექტი აერთიანებს გრაფიკული ნამუშევრების სერიას, რომელიც განაზოგადებს ირემს მეტაფორული მნიშვნელობით როგორც სიკეთის საწყისს.

გარდა გრაფიკული ნამუშევრებისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამი ვიდეოარტი, რკინის კონსტრუქციები და მუსიკის თემაზე შექმნილი ინსტალაცია სახელწოდებით ,,არია კედელს მიღმა”.

რიტა ხაჩატურიანის გრაფიკული ნამუშევრები, ვიდეოარტი, სამი ნაწილისაგან შემდგარი კონსტრუქციული ნახატები და ინსტალაცია წარმოაჩენს ავტორს, როგორც თემატურად მრავალმხრივ მოაზროვნე შემოქმედს, ახალი თაობის მხატვარს, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით, განაზოგადებს თემას სხვადასხვა ფერსა თუ ფორმაში და ამ გზით გვაწვდის სათქმელს.

გამოფენა 2015 წლის 20 იანვრამდე გაგრძელდება.