9 დეკემბერი, 2014

გოძილა ბრუნდება

godzila1იაპონურმა სტუდიამ Toho, რომელმაც მსოფლიოს გოძილა აჩუქა, გადაწყვიტა ამ ცნობილ მონსტრზე ახალი ფილმი გადაიღოს. გადაღებები მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება და მისი პრემიერა 2016 წელს გაიმართება. ფილმთან დაკავშირებული სხვა სიახლეები ჯერჯერობით უცნობია.

გოძილას დაბრუნების გადაწყვეტილება პროდიუსერებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ამერიკულმა რიმეიქმა კინოგაქირავებაში საკმაოდ სოლიდური კომერციული მოგება ნახა. მსოფლიო კინოგაქირავებაში ფილმმა 525 მილიონი დოლარი მოაგროვა, 26 მილიონი დოლარი კი უშუალოდ იაპონიაში.

როგორც პროდიუსერები ირწმუნებიან, გოძილას ახალი ფილმი მაღალბიუჯეტიანი არ იქნება და სოლიდურ მოგებასაც არ ელოდებიან, მათი მთავარი მიზანია, გაახსენონ მსოფლიოს მონსტრი ტოკიოში დაგეგმილ ოლიმპიადამდე, რომელიც 2020 წელს ჩატარდება.

ბოლო 28-ე იაპონური ფილმი გოძილაზე სახელწოდებით “ფინალური ომები” 2004 წელს გამოვიდა და ქვეყანაში 12 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

პირველად ფილმი მონსტრზე სტუდიამ 1954 წელს გამოუშვა და აქედან დაიწყო ისტორიები ოკეანის მონსტრზე, რომელიც ქალაქს ანგრევს. კინოთეატრებში ფილმი 9,6 მილიონმა ადამიანმა ნახა.