23 დეკემბერი, 2014

გოჩა ჭაბუკაიძე “ნიჭიერის” მესამე ფინალისტია

gocha1მომღერალი გოჩა ჭაბუკაიძე “ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალისტის გამარჯვებული გახდა. მესამე კონცერტზე სულ შევიდა 24.244 ზარი. ამ ხმების 32,5% მიიღო და ფინალში გადავიდა გოჩა ჭაბუკაიძე.

ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე ფინალისტი გახდა ია ტრაორე.

ელჯის რჩეულები გახდნენ აკრობატები ბოი და ლორა.

“ნიჭიერის” მესამე ლაივკონცერტში რჩეულების გარდა მონაწილეობდნენ ჯგუფი “ბუმი”, იტალიელი ივანო ტურკი, სანათა ბებო, მევიოლინე ანა და ძალოსანი ჯეკო ჭელიძე.