23 დეკემბერი, 2014

გიორგი ცაგარელი: “ნუ გავიწყდებათ მოვალეობები!”

chelo1ახალგაზრდა ალტისტი გიორგი ცაგარელი კულტურის სამინისტროს მიმართავს და კუთვნილი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდებს:

“ისევ უუნარო კულტურის მინისტრი… ისევ უპასუხისმგებლობა…

ისევ გულგრილობა…

ჯობს საერთოდ გაუქმდეს ასეთი სამინისტრო, რადგან ან ამახინჯებენ, ან რევანშისტობენ, ან ანგრევენ…

არანაირი ფასი არ აქვს თქვენს ორგანიზებულ კონცერტებს, ფესტივალებსა თუ ძეგლთა გამაგრება-რეაბილიტაციებს, თუ კი ასეთ ვანდალიზმს ხელს უწყობთ! თქვენ ხართ ხალხის დაქირავებული მენეჯერები და ნუ გავიწყდებათ კუთვნილი მოვალეობების შესრულება!!!”