13 დეკემბერი, 2014

ეთერ კაკულიას დეზინფორმაციას უვრცელებენ

333313 დეკემბრის დილა მომღერალ ეთერ კაკულიასთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ინფორმაცია გავრცელდა, მომღერალი გარდაიცვალაო. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ამბავი სიმართლე არ გამოდგა. მისმა უახლოესმა მეგობარმა, რაულ ქირიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება:

“ასეთ სისულელეს გადაუმოწმებლად რომ გაავრცელებ, როგორი არაკომპეტენტური უნდა იყო, ცოცხალია ეთერ კაკულია და გაეშვით ამ სისულელეს! იკითხეთ, დარეკეთ… ეს ამბავი თვითონაც გაიგო, ვუთხარი, კიდეც დილით, ვისზეც ამბობენ, რომ მოკვდა, კიდევ 100 წელს ცოცხლობს-მეთქი, მაგრამ მაინც იტირა, ვერ იტანს სიკვდილს!”