25 დეკემბერი, 2014

ემინემი: “გეი ვარ!”

eminem2რეპერმა ემინემმა სკანდალური განცხადება გაავრცელა და აღიარა, რომ ის გეია. ინტერნეტში უკვე გაჩნდა ამ განცხადების სპეციალური ვიდეოჩანაწერიც, რომელსაც ათასობით ნახვა აქვს. რეპერის აღიარებამ ჟურნალისტები შოკში ჩააგდო. მომღერალმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას მამაკაცები მოსწონს.

ემინემი მონაწილეობას იღებს გახმაურებულ ფილმში “ინტერვიუ”, რომლის მსოფლიო პრემიერაც სამხრეთკორეელი ტერორისტების მუქარის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო. მათთვის ცნობილი გახდა, რომ ფილმში მათი ლიდერის კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციაზეა საუბარი. მუქარის წერილის მიღების შემდეგ, კომპანია Sony Pictures-მა მაყურებლის უსარფთხოების გამო კინოთეატრებში ფილმის გაშვებაზე უარი განაცხადა. ტერორისტებმა მათ მუქარის წერილი გაუგზავნეს და აცნობეს, რომ თუკი ფილმის პრემიერა გაიმართებოდა, კინოთეატრებში ტერაქტებს ექნებოდათ ადგილი და 2001 წლის 11 სექტემბერი მონაგონი იქნებოდა. თავის მხრივ, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მაყურებელს კინოთეატრებში მისვლისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ ამერიკელი სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებდნენ მაყურებლების უსაფრთხოებისთვის. ბრაზილიელმა მწერალმა პაოლო კოელიომ კი კინოკომპანიას 100.000 დოლარი შესთავაზა, რომ მას უფლება ჰქონოდა ეს ფილმი საკუთარ ბლოგზე გაევრცელებინა.

საბოლოოდ Sony Pictures-მა მიიღო გადაწყვეტილება და ფილმი გაასაჯაროვა. მისი რეჟისორები ევან გოლდბერგი და სეტ როგენი არიან, მასში მთავარ როლებს ჯეიმს ფრანკო და სეტ როგენი ასრულებენ. ფილმის მიხედვით, დეივი ერთ-ერთი პოპულარული თოქშოუს ნიჭიერი ჟურნალისტია, რომლის პროდიუსერიც მისი საუკეთესო მეგობარი აარონია. სწორედ მათ შოუში სტუმრობისას განაცხადა ემინემმა, რომ ის გეია.