22 დეკემბერი, 2014

ელტონ ჯონი დაქორწინდა

ser1დიდ ბრიტანეთში მსოფლიოში ცნობილი მომღერლის სერ ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორის დევიდ ფერნიშის ქორწილი გაიმართა. ეს სიახლე თავის გულშემატკივრებს მომღერალმა თავად დაუდასტურა ინსტაგრამში:

“იურიდიული პროცედურა დასრულებულია. ახლა სადღესასწაულო პროცედურა დაიწყება”, – ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს მომღერალმა, რომელზეც წყვილის ხელმოწერის ცერემონიაა აღბეჭდილი.

ჯონი და ფერნიში უკვე 20 წელზე მეტია ერთად არიან. 2005 წელს მათ აღნიშნეს ქორწინება, მაგრამ ვინაიდან მაშინ ინგლისში ერთსქესიანთა ქორწინება კანონით იყო აკრძალული, აქამდე მათ ურთიერთობას იურიდიული ძალა არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, მათ გადაწყვიტეს მშობლები გამხდარიყვნენ, მამობრივი სიხარულის გაზიარება მოახერხეს და ახლა სუროგატი დედისგან გაჩენილ ორ ბიჭუნას ზრდიან.

წყვილმა ქორწილში საჩუქრებთან ერთად უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო. სერ ელტონ ჯონმა და დევიდ ფერშინმა ქორწინებისთვის მზადება ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყეს, როცა ინგლისში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი იქნა მიღებული, საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთისთვის ერთგულება 21 დეკემბერს შეეფიცათ.