ფონდმა „შემოქმედებითი ლაბორატორია“ სერვანტესის ერთ-ერთი გახმაურებული ნაწარმოები “დონ კიხოტის” სპექტაკლად აქცია. პრემიერა 23 დეკემბერს ამავე ფონდის სარეპეტიციო დარბაზშია დაგეგმილი.
პროექტი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი რეჟისორი და კომპოზიტორი გიორგი აფხაზავაა, მხატვარი ნინო კიტია, განათების მხატვარი გიორგი წყაროველი.
სპექტაკლში მონაწილეობენ ნატალია მოლაშვილი, მერი ბეროშვილი, ანანო დოლიძე, თამარ ჭინჭარაული, არჩილ კაპანაძე და გიორგი ხარაიშვილი.
