22 დეკემბერი, 2014

დეკანოზ თავმას ჩოხელის საავტორო ალბომი გამოცემულია

tavmas123 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება დეკანოზ თავმას ჩოხელის მეორე საავტორო მუსიკალური ალბომის „სიყვარულის სახელით აჟღერებული ლექსები“ წარდგინება.

დეკანოზ თავმას ჩოხელის ლექსებზე სიმღერები შექმნილი აქვთ ცნობილ ქართველ კომპოზიტორებს. სწორედ მას ეკუთვნის ლექსი “მამის იავნანა”, რომელზეც დათო არჩვაძეს სიმღერა შექმნა.

სამებაში გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. საღამოზე შესრულდება მოძღვრის ლექსებზე შექმნილი სიმღერები და მასზე დასწრება თავისუფალია.