დათო ევგენიძე ზაზანოვაში დაუკრავს

da1მუსიკოსი დათო ეგვენიძე ზაზანოვაში სპეციალურ საღამოს გამართავს. კონცერტი 25 დეკემბერს მოეწყობა და მისი სპეციალური სტუმარი მომღერალი მაია ჯაბუა იქნება.

დათო ევგენიძესთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ლევან დეისაძე (ბასი), ზაზა ცერცვაძე (დრამი) და ლევან კემულარია (საყვირი).

2 დეკემბერს დათო ევგენიძეს 55 წელი შეუსრულდა. მუსიკოსმა დააანონსა, რომ იუბილესთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრში კონცერტის ჩატარება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა როგორც ჩანს, ამ ეტაპზე რუსთაველის თეატრს ზაზანოვა ამჯობინა.