Coldplay ბოლო ალბომს გამუშვებს

coldplay1Coldplay ბოლო ალბომს გამოუშვებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ამჟამად პოპულარობის ზენიტშია, აქვს ამრავი კონცერტი, მოიპოვა არაერთი პრესტიჟული ჯილდო, გაიმარჯვა სხვადასხვა ნომინაციებში, მათ შორის გრემის დაჯილდოებაზეც, მისი ვოკალისტის კრის მარტინის თქმით, მზადდება რიგით მეშვიდე ალბომი, რომელიც მათი ბოლო ნამუშევარი იქნება. ალბომის სავარაუდო სახელწოდებაა როგორც რადიო ბიბისის კრის მარტინმა განუცხადა:

“ეს ჩვენი მეშვიდე ალბომი იქნება და მას ვიღებთ ისევე, როგორც ბოლო წიგნს ჰარი პოტერზე. არ ვამბობ, რომ ოდესმე ახალი ჩანაწერები არ გაჩნდება, მაგრამ ამ ეტაპზე ვასრულებთ… ახლა ვქმნით ისეთ კომპოზიციებს, რომლებიც სულ სხვანაირად ჟღერს. ეს არის ჩვენი ბოლო ალბომი, სხვა შემთხვევაში, ჩვენ ასეთი მოდნდომებით მასზე არ ვიმუშავებდით. ჩვენს კოლექტივში მუშაობა საკმაოდ სასიამოვნოა.”

მეშვიდე ალბომის პრეზენტაცია დიდი საკონცერტო ტურნეთი აღინიშნება. ამ ინფორმაციის გაჟღერებამ Coldplay-ის ბევრ გულშემატკივარს გული დაწყვიტა, თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ მუსიკოსები არ გაჩერდებიან, ახალ კომპოზიციებსაც შექმნიან, კონცერტებსაც ჩაატარებენ და ალბომებსაც გამოუშვებენ.
ამ ეტაპზე მათი ფანები ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი ბოლო ფილმის პრემიერის მოლოდინში არიან. ამ ფილმისთვის ჯგუფმა საუნდტრეკი ჩაწერა. გარდა ამისა, გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე Coldplay ორ ნომინაციაშია წარდგენილი “საუკეთესო ალბომი” და საუკეთესო ჯგუფური შესრულება.”